ევროლიგაზე ქართულ დერბიში თორნიკე შენგელიამ გიორგი შერმადინი დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
8 დეკემბერს ევროლიგის მე-11 ტურში გიორგი შერმადინის "უნიკახა" თორნიკე შენგელიას "ბასკონიას" ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 82:88 დამარცხდა.

მასპინძლებმა პირველი მეოთხედი 15 ქულით მოიგეს, მაგრამ შემდეგ სტუმრებმა შეძლეს ანგარიშის მნიშვნელოვნად შემცირება, თუმცა საბოლოოდ "გამარჯვება "ბასკონიას" დარჩა.

შენგელიამ 19:19 წუთში 12 ქულა ჩააგდო (7-დან 4 ორქულიანი, 1-დან 0 სამქულიანი, 7-დან 4 საჯარიმო), 6-ჯერ მოხსნა, 2-ჯერ ჩაჭრა, ერთხელ დაკარგა ბურთი, 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და 2 პერსონალური მიიღო.

შერმადინმა 14:29 წუთში 2 ქულა ჩააგდო (4-დან 1 ორქულიანი), 3-ჯერ მოხსნა ბურთი და 2 პერსონალური მიიღო.

ყველაზე შედეგიანები იყვნენ: ადამ ვაჩინსკი (უნიკახა, 25 ქულა) და იანის ტიმა (ბასკონია, 24 ქულა).

"ბასკონია" 5 მოგებით მე-9 ადგილზეა, ხოლო "უნიკახა" 3 მოგებით უკანასკნელ მე-16 პოზიციაზე.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან კარგები ხართ ბიჭებო მომავალშიც წარმატებას გისურვებთ საკლუბო და რათქმაუნდა სანაკრებო კარიერაში.და ვფიქრობ რომ NBAს კარები შორს არ არის მთავარია ისე განაგრძოთ როგორც დაიწყეთ წარმატებები.
Fani
15:57 08-12-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული