გიორგი შერმადინი 10 ქულით "უნიკახას" "ხიმკის" დამარცხებაში დაეხმარა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროლიგის მე-12 ტურში მალაგას 10 500-იან "პალასიო დე დეპორტესში" ქართველი ცენტრალური თავდამსხმელის გიორგი შერმადინის "უნიკახამ" 93:84 დაამარცხა მოსკოვის ოლქის "ხიმკი" და 16-გუნდიან ტურნირში 4 მოგებით მე-13 ადგილზეა.

აღსანიშნავია, რომ სამი მეოთხედი თამაში ქულა-ქულაში მიდიოდა და მხოლოდ დასკვნით პერიოდში მოახერხეს მასპინძლებმა მატჩის ბედის თავიანთ სასარგებლოდ გადაწყვეტა.

გიორგის მწვრთნელმა მწირი სათამაშო დრო, 13:52 წუთი დაუთმო და 10 ქულით შეეწია თავის გუნდს. მან 5-დან 4 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ორჯერ მოხსნა ბურთი, 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და 2 პერსონალური მიიღო.

"ხიმკიდან"
28 ქულით ყველაზე შედეგიანი ალექსეი შვედი იყო, ხოლო "უნიკახადან" ნემანია ნედოვიჩი (21).

მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდი გიორგი სენი იმედი გვაქვს ყოველთვის.
კაკო
14:28 15-12-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული