"პანათინაიკოსს" თორნიკე შენგელიას დამატება სურს

AutoSharing Option
ბერძნული საიტის, sdna.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "პანათინაიკოსს" "ბასკონიას" ქართველი კალათბურთელის, თორნიკე შენგელიას გადაბირება სურს.

ბერძნული კლუბი, როგორც ყოველთვის, მიმდინარე სეზონშიც დიდი მიზნებისთვის იბრძვის და ამიტომ გაძლიერება ესაჭიროება.

შენგელია კი მიმდინარე სეზონში "ბასკონიას" რიგებში შესანიშნავად ასპარეზობს.

ქართველი "ევროლოგის" მე-14 ტურის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს.


შენგელია "ბასკონიას" ღირსებას 2014 წლიდან მოყოლებული იცავს.

"პანათნაიკოსი" მიმდინარე ევროლიგაზე, 10 მოგებითა და 4 მარცხით, მე-3 ადგილს იკავებს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
პანათინაიკოსი წელს მშვენიერი გუნდია, ევროლიგის მოსაგებადაც კი შეუძლია ბრძოლა, თუ მართლა სერიოზული შეთავაზებაა, უნდა გადავიდეს ნახევარი წლით და მერე ნბა-ში გადასვლის შანსებიც გაიზრდება. მაგრამ პანათინაიკოსს ამ პოზიციაზე ჯეიმს გისტი ჰყავს, რომელიც სუპერფორმაშია და თორნიკემ ესეც უნდა გაითვალისწინოს
გულშემატკივარი
17:35 28-12-2017
2
რა უნდა საბერძნეთში თუ ძმა ხარ.
bobi
18:03 28-12-2017
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული