შერმადინმა 15 წუთში 15 ქულა ჩააგდო და "უნიკახას" "მაკაბის" დამარცხებაში დაეხმარა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გასაკვირია პირდაპირ "უნიკახას" მწვრთნელის ხოან პლაცას პოზიცია ქართველი ცენტრალური თავდამსხმელის გიორგი შერმადინის მიმართ, რომელიც კარგად თამაშობს, მაგრამ მწირ სათამაშო დროს უთმობს.

დღეს, ევროპა ლიგის მე-15 ტურში, თელ ავივში "მაკაბისთან" მატჩშიც (თამაშს 11 060 მაყურებელი დაესწრო) არ დააყენა სასტარტო შემადგენლობაში და მეორე მეოთხედის დასაწყისში მასპინძლები 11 ქულით დაწინაურდნენ. სწორედ მაშინ ივარგა გიორგიმ, რამოდენიმე საჭირო ქულა ჩააგდო და თამაში გათანაბრდა.

საბოლოოდ კი "უნიკახამ" მეტად საჭირო გამარჯვება მოიპოვა 89:78 და სატურნირო ცხრილში 7 მოგებით მე-10 ადგილზეა.

შერმადინმა 1
5:10 წუთში 15 ქულა ჩააგდო (6-დან 5 ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო!), 9-ჯერ მოხსნა და 3-ჯერ დაკარგა ბურთი, ორჯერ დაუფარა მეტოქეს და არც ერთი პერსონალური არ მიუღია. მარგი ქმედების კოეფიციენტით ის შეხვედრის საუკეთესო კალათბურთელი გახდა.

მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი 20 ქულით მისი თანაგუნდელი ნემანია ნედოვიჩი იყო, ხოლო "მაკაბიდან" კოლი ნორისი (16).

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული