თუმცა, ჩვენ რა თქმა უნდა, მალაგური გუნდის ამბავზე მეტად გიორგის თამაში გვაინტერესებს, რომელმაც ევროლიგის მატჩში "მაკაბისთან" 15 წუთში 15 ქულა ჩააგდო.
ის ამჯერადაც შესანიშნავად გაისარჯა, 23:02 წუთში 19 ქულით შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა. მან 4-დან 4 ორქულიანი და 12-დან 11 საჯარიმო ჩააგდო, 5-ჯერ მოხსნა ბურთი და მარგი ქმედების კოეფიციენტით მატჩის საუკეთესო მოთამაშე იყო..
"უნიკახა" 6 მოგებით სატურნირო ცხრილში
ანდალუსიური გუნდის მწვრთნელმა ხოან პლაცამ, რომელიც ამ ბოლო დროს გიორგის მწირ სათამაშო დროს უთმობდა, დამარცხება გუნდის გადაღლილობას დააბრალა. მისი თქმით, ორი დღის წინ ისრაელში მძიმე თამაში ჰქონდათ და კალათბურთელებმა ძალების აღდგენა ვერ მოასწრეს.
11+8=19