მეტი რაღა ქმნას? - გიორგი შერმადინმა 16-ჯერ ესროლა ბურთი კალათში და 15-ჯერ ჩააგდო!

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში გიორგი შერმადინის "უნიკახა" ბილბაოში სამი მეოთხედი დამაჯერებლად უგებდა "ბასკეტს", მაგრამ ბოლო პერიოდში დათმო უპირატესობა და 67:70 დამარცხდა.

თუმცა, ჩვენ რა თქმა უნდა, მალაგური გუნდის ამბავზე მეტად გიორგის თამაში გვაინტერესებს, რომელმაც ევროლიგის მატჩში "მაკაბისთან" 15 წუთში 15 ქულა ჩააგდო.

ის ამჯერადაც შესანიშნავად გაისარჯა, 23:02 წუთში 19 ქულით შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა. მან 4-დან 4 ორქულიანი და 12-დან 11 საჯარიმო ჩააგდო, 5-ჯერ მოხსნა ბურთი და მარგი ქმედების კოეფიციენტით მატჩის საუკეთესო მოთამაშე იყო..

"უნიკახა" 6 მოგებით სატურნირო ცხრილში
მე-10 ადგილზეა.

ანდალუსიური გუნდის მწვრთნელმა ხოან პლაცამ, რომელიც ამ ბოლო დროს გიორგის მწირ სათამაშო დროს უთმობდა, დამარცხება გუნდის გადაღლილობას დააბრალა. მისი თქმით, ორი დღის წინ ისრაელში მძიმე თამაში ჰქონდათ და კალათბურთელებმა ძალების აღდგენა ვერ მოასწრეს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მათემატიკაში მოიკოჭლებთ. 4 ორქულიანი და 11 საჯარიმო 19 ქულა გამოდის, რაღაცას ურევთ
mamuka
19:09 31-12-2017
6
4×2=8
11+8=19
MISHO
20:01 01-01-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული