შერმადინმა "ვალენსიას" კვლავ 9 ქულა ჩაუგდო და "უნიკახა" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
ევროლიგის მე-16 ტურში "უნიკახამ" "ვალენსიას" უმასპინძლა, რომელიც ორიოდ დღის წინ ესპანეთის ჩემპიონატზე მალაგაში დაამარცხა და მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმი 9 ქულით მოუგო, საბოლოოდ 83:85 წააგო.

გიორგი მწვრთნელმა ხოალ პლაცამ ამჯერად სასტარტო ხუთეულში დააყენა, მხოლოდ 15:40 წუთი ათამაშა და ისევ 9 ქულა მიითვალა (5-დან 4 ორქულიანი, 1-დან 1 საჯარიმო), 3-ჯერ მოხსნა და ერთხელ დაკარგა ბურთი და 1 პერსონალური მიიღო.

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე 23 ქულით მალაგელი ნემანია ნედოვიჩი იყო, ხოლო "ვალენსიადან" რაფა მარტინესი (17).

"უნიკახა" 7 მოგებით სატურნირო ცხრილში მე-10
ადგილზეა და შემდეგ ტურში, 12 იანვარს კაუნასში "ჟალგირისს" ხვდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული