გიორგი შერმადინის ბრწყინვალე თამაში - 10 ნასროლიდან ათივემ მიზანს უწია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის ჩემპიონატის მე-15 ტურში გიორგი შერმადინის "უნიკახამ" მალაგაში კომპოსტელას "რიო ნატურა მონბუს ობრადიო ხასობეო" გაანადგურა 96:76,  8 მოგებით სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა და 14 იანვარს სტუმრად "ბარსელონას" ხვდება.

გიორგი მწვრთნელმა ხოან პლაცამ სასტარტო ხუთეულში არ დააყენა, მოგვიანებით შეუშვა პარკეტზე და ქართველი კალათბურთელი ჩინებულად გაისარჯა: 21:07 წუთში 16 ქულა ჩააგდო. აღსანიშნავია, რომ რაც ესროლა, ყველა ბურთი ჩააგდო - 6-დან 6 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო. ამას გარდა, მან 5-ჯერ მოხსნა ბურთი, 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, თავისი გუნდიდან ყველაზე შედეგიანი იყო, ხოლო
მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე 21 ქულით კომპოსტელელი ალბერტო კორბაჩო შეიქნა.

რაც შეეხება შეხვედრის საუკეთესო მოთამაშეს, შერმადინი და მისი თანაგუნდელი კარლოს სუარესი გახდნენ. მათი მარგი ქმედების კოეფიციენტი 21-21 გახლდათ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მეტი რაღა ქნას რომ მწვრთნელუს სიმპათიები დაიმსახუროს ანდორადან საქართველოს სიყვარულის გამო ხო არ გადმოუყვანიათ არა? ასე თუ არ ჯეროდა მის კლასში რაღას იყიდა მიდი გიო მწვრთნელს "გადაატენე" :D
ნოდო
12:47 07-01-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული