ცქიტიშვილი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 34 წუთში 27 ქულა, 11 მოხსნა (4 შეტევაში), 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა.
ქართველმა ლეგიონერმა 9-დან 5 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 16-დან 14 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, პერსონალური ფოლი არ მიუღია, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 11-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, ნიკოლოზის სარგებლიანობის კოეფიციენტი 39-ს გაუტოლდა, რაც
სამწუხარო ისაა, რომ 14 ტურის თავზე ცქიტიშვილის “ბიბლოსს” მხოლოდ 2 გამარჯვება აქვს და ბოლოსწინა მე-9 ადგილზე იმყოფება.
ქართველი ფორვარდის კლუბი მომდევნო მატჩს 14 იანვარს, სტუმრად, “საგესეს” წინააღმდეგ გამართავს.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით