ნიკა ცქიტიშვილის ორმაგი დუბლი ლიბანის ჩემპიონატზე

AutoSharing Option
ნიკა ცქიტიშვილმა ლიბანური “ბიბლუსის” შემადგენლობაში მეორე მატჩი ჩაატარა და თავი ისახელა. სამწუხარო ისაა, რომ ქართელი ფორვარდის გარჯა მოგებით არ დაფასდა. “ბიბლუსმა” “ბეირუთს” უმასპინძლეს და 81:95 წააგეს.

ცქიტიშვილი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 34 წუთში 27 ქულა, 11 მოხსნა (4 შეტევაში), 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა.
ქართველმა ლეგიონერმა 9-დან 5 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 16-დან 14 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, პერსონალური ფოლი არ მიუღია, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 11-ჯერ დაჯარიმდნენ.

შედეგად, ნიკოლოზის სარგებლიანობის კოეფიციენტი 39-ს გაუტოლდა, რაც
ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
სამწუხარო ისაა, რომ 14 ტურის თავზე ცქიტიშვილის “ბიბლოსს” მხოლოდ 2 გამარჯვება აქვს და ბოლოსწინა მე-9 ადგილზე იმყოფება.
ქართველი ფორვარდის კლუბი მომდევნო მატჩს 14 იანვარს, სტუმრად, “საგესეს” წინააღმდეგ გამართავს.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული