
"ლოს ანჯელეს კლიპერსთან" გამარჯვების შემდეგ ტომპსონმა "ინსტაგრამზე" ფოტო ატვირთა, სადაც თვითონ ბურთს აგდებს, ზაზა კი უკან უდგას და უყურებს.
ტომპსონმა დაწერა:
"შეხედეთ, ზაზა ჩემგან სწავლობს, როგორ უნდა თამაში".

ამ მატჩში ტომპსონმა საკუთარ ანგარიშზე 10 ქულა ჩაიწერა.
ტომპსონს არც ფაჩულია ჩამორჩა და მან სურათზე შემდეგი კომენტარი დაწერა:
"ეს ერთადერთი ნათელი რამაა, რაც ამ მატჩში გააკეთე, მაგრამ მაინც ჩემი ბიჭი ხარ".
აღნიშნული მატჩი კი ფაჩულიამ 4 ქულით დაამთავრა.