გიორგი შერმადინი და "უნიკახა" კაუნასში 2 ქულით დამარცხდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროლიგის მე-17 ტურში გიორგი შერმადინის "უნიკახამ" დასანანი მარცხი განიცადა კაუნასში "ჟალგირისთან" 77:79. არადა, მალაგურმა გუნდმა პირველი ტაიმი 8 ქულით მოიგო.

გიორგი სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა, 17:23 წუთი ითამაშა და 8 ქულა ჩააგდო (6-დან 3 ორქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო). მან 3-ჯერ მოხსნა, ერთხელ ჩაჭრა და ერთხელ დაკარგა ბურთი და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

"უნიკახადან" ყველაზე შედეგიანი 14 ქულით ადამ ვაჩინსკი იყო, ხოლო "ჟალგირისიდან" კევინ პანგოსი (16).

ანდალუსიური გუნდი სატურნირო ცხრილში 7 მოგებით მე-10 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული