ზაზას 6 ქულა და სტეფ კარის დაბრუნება - "უორიორსმა" "ტორონტო" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ზედიზედ მე-2 გამარჯვება მოიპოვა ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა".

"უორიორსმა", გასვლით შეხვედრაში "ტორონტოს", ანგარიშით - 127:125 სძლია.

ზაზამ პარკეტზე 11:52 წუთი დაჰყო და ამ დროში, 6 ქულისა და 2 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო.

"გოლდენ სტეიტს" დაუბრუნდა სტეფ კარი, რომელმაც 24 ქულა დააგროვა.

"უორიორსიდან", 26 ქულით, ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი კლეი ტომპსონი გახდა.

მატჩში დაგროვილი ქულების მიხედვით კი პირველობა, 42 ქულით "ტორონტოს" კალათბურთელმა დემარ დეროუზანმა არავის დაუთმო.

"უორიორსი", მორიგ შეხვედრას, 16 იანვარს "კლივლენდის" წინააღმდეგ გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული