მხოლოდ არასრული 18 წუთი ითამაშა "უნიკახას" ცენტრალურმა თავდამსხმელმა გიორგი შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატის მე-16 ტურში პირთამდე სავსე 7 585-იან "პალაუ ბლაუგრანაში" "ბარსელონას" წინააღმდეგ, ორმაგ დუბლამდე სულ ცოტა დააკლდა (11 ქულა და 9 მოხსნა) და მისი კარგი თამაში ესპანეთის უკლებლივ ყველა წამყვანმა სპორტულმა გამოცემამ აღნიშნა.
ასულგრანასთან მატჩში გიორგის საგულშემატკივროდ ქართველი ქომაგები მივიდნენ და სამახსოვრო სურათიც გადაიღეს.
ეს შეხვედრა მალაგურმა გუნდმა 76:73 მოიგო და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.