გიორგი შერმადინი მხოლოდ 13 წუთი ათამაშეს და "უნიკახა" მილანში დამარცხდა

AutoSharing Option
ევროლიგის მე-18 ტურში გიორგი შერმადინის "უნიკახა" გასვლაზე დამარცხდა ერთ-ერთ აუტსაიდერთან "ოლიმპიასთან" 87:101.

მიუხედავად იმისა, რომ 4 დღის წინ ესპანეთის ჩემპიონატზე საუცხოოდ თამაშით გიორგი თავის გუნდს სტუმრად "ბარსელონას" დამარცხებაში დაეხმარა (17:58 წუთში 11 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა), მწვრთნელმა ხოან პლაცამ რატომღაც ამჯერად სასტარტო შემადგენლობაში არ დააყენა, ოდენ 12:56 წუთი ათამაშა და მან მხოლოდ 6 ქულა ჩააგდო (5-დან 2 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო), 5-ჯერ მოხსნა და ერთხელ დაკარგა ბურთი, ერთხელ დაუფარა მეტოქეს და 3 პერსონალური მიიღო.

22 ქულით მატჩის ყველაზე
შედეგიანი კალათბურთელი მისი თანაგუნდელი ნემანია ნედოვიჩი იყო, ხოლო "ოლიმპიადან" ყველაზე მეტი, 18 ქულა ენდრიუ გაუდლოკმა ჩააგდო.

"უნიკახა" სატურნირო ცხრილში 7 მოგებით მე-10 ადგილზეა და 19 თებერვალს, შემდეგ ტურში "რეალს" მასპინძლობს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
დავიჯერო სხვა ცენტრი ჯობია? თუ მწვრთელს არქეოლოგიური პრობლემა აქვს?
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული