გიორგი შერმადინის "უნიკახამ" რეალი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროლიგის მე-19 ტურში გიორგი შერმადინის "უნიკახამ" მალაგაში დაძაბულ ბრძოლაში მადრიდის "რეალს" სძლია 80:75.

გიორგი მწვრთნელმა სასტარტო შემადგენლობაში დააყენა, 18:22 წუთი ათამაშა და ქართველი ცენტრალური თავდამსხმელი თავის გუნდს 6 ქულით შეეწია (3-დან 1 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო), მან 7-ჯერ მოხსნა ბურთი, 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, ერთხელ დაუფარა მეტოქეს და 1 პერსონალური მიიღო.

მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი 16 ქულით ბლანკოსელი ლუკა დონჩიჩი იყო, ხოლო "უნიკახადან" ყველაზე მეტი, 15-15 ქულა რეი მაკალუმმა და ადამ ვაჩინსკიმ ჩააგდეს.

შეხვედრის MVP დონჩიჩი გახდა, რომლის მარგი
ქმედების კოეფიციენტი 24 გახლდათ.

"უნიკახა" 8 მოგებით სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა და 25 იანვარს თორნიკე შენგელიას "ბასკონიას" მასპინძლობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული