26 იანვარს ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" "მინესოტას" უმასპინძლა და ანგარიშით 126:113 დაამარცხა.
"უორიორსი" სტუმრების წინაშე საბრძოლო ტრადიციული ხუთეულით წარდგა: სტეფ კარი, დრეიმონდ გრინი, კლეი ტომპსონი, კევინ დურანტი, ზაზა ფაჩულია.
ქართველმა ცენტრმა მოედანზე, საერთო ჯამში, 16:29 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში მან 9 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. ზაზამ 8-დან 4 ორქულიანი და 2-დან ერთი საჯარიმო ჩააგდო.
შეხვედრაში ყველაზე მეტი, 31 ქულა კარლ-ენტონი თაუნსმა ჩააგდო, ხოლო "გოლდენ სტეიტს" კევინ დურანტმა ულიდერა, რომელმაც სამმაგი დუბლი გაიფორმა. დურანტმა 28 ქულას 11 პასი, 10 მოხსნა, 3 ბლოკი და 2 ჩაჭრა მიამატა.
25-25 ქულა მიითვალეს სტეფ კარიმ და კლეი ტომპსონმა.
"უორიორსი" დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს და უახლოეს მდევარ "ჰიუსტონს" 5 მოგებით უსწრებს, თუმცა "როკეტსს" 3 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
მომდევნო მატჩს ზაზა ფაჩულიას გუნდი 28 იანვარს, შინ "ბოსტონთან", ჩვენი დროით 05:30 საათზე გამართავს.
დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:
დენვერი-ნიუ იორკი 130:118
ოკლაჰომა-ვაშინგტონი 121:112
მაიამი-საკრამენტო 88:89
11:17 26-01-2018
დურანტის სამმაგი დუბლი და ფაჩულიას 9 ქულა - "გოლდენ სტეიტი" შეუჩერებელია! [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული