გიორგი მწვრთნელმა სასტარტო ხუთეულში დააყენა, თუმცა ის დღეს საუკეთესოდ არ გარჯილა: 15:04 წუთში 4 ქულა ჩააგდო (4-დან 1 ორქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 3-ჯერ მოხსნა ბურთი, 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და 3 პერსონალური მიიღო.
16 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი ბურგოსელი დეონ ტომპსონი იყო, ხოლო ყველაზე სასარგებლო მოთამაშე მისი თანაგუნდელი სებას საიზი (21).
"უნიკახა" 11 მოგებით სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.