თორნიკე შენგელიამ 18 ქულა ჩააგდო და "ბარსელონა" განადგურდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის ჩემპიონატის მე-19 ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" სახლში "ბარსელონა" დაამარცხა 96:72, 12 მოგებით სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა და 10 თებერვალს გიორგი შერმადინის "უნიკახას" უმასპინძლებს.

შენგელია თავის გუნდს 19:13 წუთში 18 ქულით (7-დან 5 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 4 მოხსნით, 1 შედეგიანი გადაცემით შეეწია, ორჯერ ჩაჭრა და ორჯერ დაკარგა ბურთი, 1 პერსონალური მიიღო და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 20 იყო.

24 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე მისი თანაგუნდელი როდრიგ ბოუბუა იყო, ხოლო "ბარსადან" პერე ორიოლა (18).

მატჩის MVP-ც
ბოუბუა გახდა (29).

ამ ვიდეოზე სწორედ თორნიკეს შესანიშნავი თამაშის მომენტებია ნაჩვენები.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვერ გავიგე კაცო ბასკონიამ მოუგო და ბასკონია როგორ განადგურდა?
grego
23:58 04-02-2018
1

სიახლეები პოპულარული