შერმადინმა "მურსიას" 16 ქულა ჩაუგდო და კლოოფთან ერთად მატჩის MVP გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის ჩემპიონატის მე-19 ტურში გიორგი შერმადინის "უნიკახამ" მალაგაში 78:67 დაამარცხა "მურსია" და 12 მოგებით სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა.

საუცხოოდ გაისარჯა გიორგი: 16:25 წუთში 16 ქულა ჩააგდო (7-დან 5 ორქულიანი, 6-დან 6 საჯარიმო), 4-ჯერ მოხსნა და ერთხელ დაკარგა ბურთი, 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, 5 პერსონალური მიიღო და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი ისევე როგორც მეტოქე გუნდის კალათბურთელის შერლონ კლოოფისა 17 იყო.

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე 17 ქულით კლოოფი გახდა, ხოლო "მალაგაში" შერმადინის შემდეგ ყველაზე მეტი ქულა თავის გუნდს რეი მაკალუმმა შესძინა (14).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული