შენგელია მატჩის MVP გახდა, "ბასკონია" კი "პანათინაიკოსთან" მაინც დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროლიგის 22-ე ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონია" ათენში (შეხვედრას 8 500 მაყურებელი დაესწრო) ერთ-ერთ ლიდერთან "პანათინაიკოსთან" დამარცხდა 76:80.

ბერძნულმა გუნდმა მესამე პერიოდი ჩინებულად ჩაატარა, 14 ქულით დაწინაურდა და მიუხედავად დასკვნით მეოთხედში "ბასკონიას" დიდი ძალისხმევისა, საბოლოოდ 4 ქულით გაიმარჯვა.

"ბასკონია" სატურნირო ცხრილში 10 მოგებით მე-9 ადგილზეა და მე-8 ადგილზე მყოფ "მაკაბის", რომელმაც თელ-ავივში "ბარსელონას" სძლია 94:82, 2 ქულით ჩამორჩება და 22 თებერვალს მოსკოვში ცსკა-ს ხვდება.

თორნიკემ 24:24 წუთში 15 ქულა ჩააგდო (8-დან 6 ორქულიანი, 2-დან 0 სამქულიანი, 5-დან 3 საჯარიმო), 5-ჯერ მოხსნა, ორჯერ
ჩაჭრა, ორჯერ დაკარგა ბურთი, 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, 2 პერსონალური მიიღო და მარგი ქმედების კოეფიციენტით (22) მატჩის MVP გახდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული