01:11 09-02-2018
შენგელია მატჩის MVP გახდა, "ბასკონია" კი "პანათინაიკოსთან" მაინც დამარცხდა [VIDEO]
AutoSharing Option
ბერძნულმა გუნდმა მესამე პერიოდი ჩინებულად ჩაატარა, 14 ქულით დაწინაურდა და მიუხედავად დასკვნით მეოთხედში "ბასკონიას" დიდი ძალისხმევისა, საბოლოოდ 4 ქულით გაიმარჯვა.
"ბასკონია" სატურნირო ცხრილში 10 მოგებით მე-9 ადგილზეა და მე-8 ადგილზე მყოფ "მაკაბის", რომელმაც თელ-ავივში "ბარსელონას" სძლია 94:82, 2 ქულით ჩამორჩება და 22 თებერვალს მოსკოვში ცსკა-ს ხვდება.
თორნიკემ 24:24 წუთში 15 ქულა ჩააგდო (8-დან 6 ორქულიანი, 2-დან 0 სამქულიანი, 5-დან 3 საჯარიმო), 5-ჯერ მოხსნა, ორჯერ ჩაჭრა, ორჯერ დაკარგა ბურთი, 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, 2 პერსონალური მიიღო და მარგი ქმედების კოეფიციენტით (22) მატჩის MVP გახდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული