გიორგი შერმადინის "უნიკახამ""ანადოლუ ეფესი" დაამარცხა[VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროლიგის 22-ე ტურში გიორგი შერმადინის "უნიკახამ" მალაგაში "ანადოლუ ეფესი" დაამარცხა 81:68.

გიორგი მწვრთნელმა სასტარტო ხუთეულში არ დააყენა, 19:36 წუთი ათამაშა და 7 ქულით შეეწია თავის გუნდს (5-დან 2 ორქულიანი, 3-დან 3 საჯარიმო), ორჯერ მოხსნა და ერთხელ ჩაჭრა ბურთი, ერთხელ დაუფარა მეტოქეს, 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და 2 პერსონალური მიიღო.

20 ქულით ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი მისი თანაგუნდელი ადამ ვაჩინსკი გახდა, MVP კი ასევე "უნიკახას" მოთამაშე ჯეიმს ავგუსტინი (25).

"უნიკახა" 9 მოგებით სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა და 22 თებერვალს "მაკაბის" სახლში ეთამაშება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული