ზაზა ფაჩულიას 8 ქულა ყოფილ გუნდთან და "უორიორსის" გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
9 თებერვალს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" "დალას მავერიქსს" უმასპინძლა და ანგარიშით 121:103 დაამარცხა.

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე საერთო ჯამში 12:16 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში მან 8 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი მოაგროვა, ბურთი კი ორჯერ დაკარგა. ფაჩულიამ 4-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

  • 09.02.18. ზაზა ფაჩულიას 8 ქულა და საუკეთესო მომენტები "დალასთან"

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 24 ქულა კევინ დურანტმა ჩააგდო და ორმაგ დუბლამდე 1
მოხსნა დააკლდა. სამაგიეროდ, ორმაგი დუბლი ჩაიწერა დრეიმონდ გრინმა, რომელმაც 12 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა.

20 ქულით დაეხმარა თავის გუნდს სტეფ კარი, ხოლო კლეი ტომპსონმა 18 ქულა მიითვალა.

  • 09.02.18. გოლდენ სტეიტი - დალასი 121:103

"გოლდენ სტეიტი" 2 მოგებით უსწრებს "ჰიუსტონს" და დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს. მომდევნო მატჩს ზაზა ფაჩულიას გუნდი 11 იანვარს შინ, "სან ანტონიოსთან", ჩვენი დროით 05:30 საათზე გამართავს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

ლეიკერსი-ოკლაჰომა 106:81
პორტლენდი-შარლოტი 109:103
ვაშინგტონი-ბოსტონი 104:110
ტორონტო-ნიუ იორკი 113:88
ორლანდო-ატლანტა 100:98
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული