საქართველოს ეროვნული ნაკრების გამთამაშებელს ფეხი აწუხებდა და მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წინა ფანჯრის მატჩებში ეროვნული გუნდის ღირსება ვერ დაიცვა და ვერც კლუბში თამაშობდა.
18 თებერვალს ცინცაძემ რუმინეთის ჩემპიონატში "ფინიქს გალატის" წინააღმდეგ "პოლიტექნიკის" შემადგენლობაში ითამაშა და უკვე დღეს ის თბილისში საქართველოს ნაკრებს შეურთდება.
2018 წლის პირველ მატჩში ცინცაძემ 16:40 წუთი ითამაშა. რუმინული კლუბის ქართველმა უკანახაზელმა შეხვედრა 5 ქულით, 5 პასით და თითო მოხსნა-ჩაჭრა-დაფარებით დაასრულა.
გიორგიმ 4-დან 1 ორქულიანი და 3-დან 1 სამიანი ჩააგდო.
რაც მთავარია, "პოლიტექნიკამ" მოიგო. ცინცაძის გუნდმა გალატელებს 99:91 სძლია.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით