თორნიკე შენგელია ევროლიგის წლის MVP-ის ტიტულზეა წარდგენილი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ბასკონიას" კალათბურთელი თორნიკე შენგელია ევროლიგის წლის MVP-ის ტიტულზეა წარდგენილი. ქართველთან ერთად აღნიშნულ პრესტიჟულ ჯილდოზე პრეტენზიას კიდევ 8 კალათბურთელი აცხადებს. ესენი არიან:

ნიკ კალატესი (პანათინაიკოსი), ნანდო დეკოლო (ცსკა), ბრედ ვანამაკერი (ფენერბაჰჩე), იან ვესელი (ფენერბაჰჩე), პაულიუს იანკუნასი (ჟალგირისი), ალექსეი შვედი (ხიმკი), სერხიო როდრიგესი (ცსკა), ლუკა დონჩიჩი (რეალი).

აღნიშნული 9 კალათბურთელიდან ევროლიგის 16 გუნდის მწვრთნელი ხმას ერთ მათგანს აძლევს, თუმცა მათ შეუძლიათ სხვა კალათბურთელიც დაასახელონ. ამის შემდეგ გამოვლინდება სამი საუკეთესო სპორტსმენი. ამ სამი კალათბურთელიდან საბოლოოდ გამარჯვებულის ვინაობას კი  გულშემატკივართა ხმები
გადაწყვეტს.
მკითხველის კომენტარები / 14 /
რატომ ვიცით ერთ კაცზე ჩაციკვლა, პოლიტიკის არ იყოს, პატარა ერი ვართ და უფალმა გვიმრავლოს ზაზებიც, თორნიკეებიც, ვიქტორებიც, მანუჩარებიც და ბევრი სხვა დასხვა, განა უფრო ძლიერები არ ვიქნებით. ვერც ერთი მერცხალი მოიყვანს გაზაფხულს და ვერც მხოლოდ ერთი ძალიან მაგარი მოთამაშე ვერ დაგვიდებს მაღალ გუნდურ შედეგებს. ამიტომ გთხოვთ ქართული სპორტის და ამ შემთხვევაში კალათბურთის ყველა გულშემატკივარს გავერთიანდეთ და ისე, როგორც ზაზასთვის არ დავიზარეთ ხმების მიცემა, ახლაც იგივე გავიმეროთ როცა ამის დრო დადგება და თორნიკესაც ისევე დავუდგეთ გვერდში. ჩემთვის ორივე ძვირფასია და ორივეს ვქომაგობ.
gizog
13:02 20-02-2018
0
ზაზას რო გადავყევით თან ამ ბიჭსაც მივეხმაროთ,ზაზაზე მეტად ეს იმსახურებს
ბექა
11:09 20-02-2018
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული