სანდრო მამუკელაშვილის 5 ქულა და გამარჯვება ოვერტაიმში

AutoSharing Option
სანდრო მამუკელაშვილის "სეტონ ჰოლმა" ამერიკის სტუდენტურ ლიგაში მორიგი, ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა. "მეკობრეებმა" "ბიგ ისთის" კონფერენციის მორიგი შეხვედრა ნიუ იორკში, დე პოლის უნივერსიტეტთან გამართეს და დამატებით დროში – 81:74 იმარჯვეს.

18 წლის ქართველი ფორვარდი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 11 წუთში 5 ქულა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 მოხსნა მიითვალა. სანდრომ თითო ორქულიანი და სამიანი ესროლა და ორივე – ზუსტად. ლიდერი 22 ქულით ხადინ კარინგტონი გახლდათ, 18 ქულა მოაგროვა მაილს პოუელმა, ხოლო ეინჯელ დელგადოს ანგარიშზე 14 ქულა და 13
მოხსნა დაგროვდა.

9 მოგებითა და 7 წაგებით "სეტონ ჰოლი" ანალოგიური შედეგის ბატლერთან, კრეიტონთან და პროვიდენსთან 3-6 ადგილებს იყოფს. დარჩენილ 2 მატჩში მამუკელაშვილის გუნდს შანსი აქვს სამეულში დარჩეს და პლეი ოფის პირველ წრეში ხელსაყრელ პოზიციაში აღმოჩნდეს. შემდეგი მეტოქე მეორეადგილოსანი "ვილანოვაა", რომელსაც "მეკობრეები" 1 მარტს შეხვდებიან.

მომზადებულია gbf.ge-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული