თორნიკე შენგელია "ჟალგირისთან" მატჩისთვის დაასვენეს

AutoSharing Option
"ბასკონიას" მთავარმა მწვრთნელმა პედრო მარტინესმა ესპანეთის ჩემპიონატის 22-ე ტურში აუტსაიდერ "ხუვენტუდთან" მატჩში თორნიკე შენგელია და ჯეისონ გრეინჯერი დაასვენა.

თანაც, თორნიკეს ბარძაყის, ხოლო ჯეისონს აქილევსის მყესის მცირე ტრავმა აქვს.

"ბასკონიამ" გასვლაზე "ხუვენტუდი" ლიდერების გარეშე 75:61 სძლია და სატურნირო ცხრილში 15 მოგებით მე-2 ადგილზეა (!).

15 მარტს ბასკურ გუნდს უმნიშვნელოვანესი მატჩი აქვს - "ჟალგირისს" მასპინძლობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული