გიორგი შერმადინი დაახლოებით ერთ თვეში დაბრუნდება

AutoSharing Option
ქართველი კალათბურთელი გიორგი შერმადინი თამაშს, სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს, ანდაც მაისის დასაწყისში შეძლებს. ამის შესახებ ესპანური პრესა იუწყება.

"უნიკახას" ქართველი ლეგიონერი თბილისში იმყოფებოდა, სადაც ვიზის პრობლემა მოაგვარა.

ის ჯერ კიდევ სარეაბილიტაციო პერიოდს გადის, რომელიც საბოლო ჯამში, ქართველს 6-დან 8 კვირამდე გამოატოვებინებს.

"უნიკახას" მწვრთნელმა ჯონ პიაზამ განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონში შერმადინი შესაძლოა საერთოდ აღარ ათამაშოს, თუმცა კალათბურთელი მწყობრში ჩადგომას პლეი-ოფისთვის შეეცდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული