"უნიკახას" ქართველი ლეგიონერი თბილისში იმყოფებოდა, სადაც ვიზის პრობლემა მოაგვარა.
ის ჯერ კიდევ სარეაბილიტაციო პერიოდს გადის, რომელიც საბოლო ჯამში, ქართველს 6-დან 8 კვირამდე გამოატოვებინებს.
"უნიკახას" მწვრთნელმა ჯონ პიაზამ განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონში შერმადინი შესაძლოა საერთოდ აღარ ათამაშოს, თუმცა კალათბურთელი მწყობრში ჩადგომას პლეი-ოფისთვის შეეცდება.