ზაზა ფაჩულია სასტარტო ხუთეულის მიღმა დარჩა და პარკეტზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერმა მხოლოდ 3:47 წუთით შეუშვა. ამ ხნის განმავლობაში ზაზამ მხოლოდ ერთხელ მოხსნა ბურთი.
"უორიორსს" კევინ დურანტი და დრეიმონდ გრინი დაუბრუნდნენ, მაგრამ ოკლენდელებს ვერც ამან უშველა და ზედიზედ მესამედ დამარცხდნენ.
შეხვედრაში ყველაზე მეტი, 32 ქულა "მილუოკის" ბერძენმა ვარსკვლავმა იანის ანტეტოკოუნმპომ ჩააგდო.
"გოლდენ სტეიტიდან" 30 ქულით ქუინ კუკი გამოირჩა. რაც შეეხება დაბრუნებულ კევინ დურანტს, მან 17 წუთში
მომდევნო მატჩს ზაზა ფაჩულიას გუნდი სტუმრად "საკრამენტოსთან", პირველ აპრილს, ჩვენი დროით 06:00 საათზე გამართავს.
დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:
საკრამენტო-ინდიანა 103:106
სან ანტონიო-ოკლაჰომა 103:99
მაიამი-ჩიკაგო 103:92
დეტროიტი-ვაშინგტონი 103:92