სამწუხაროდ, კვლავ ვერ ვიხილეთ პარკეტზე ქართველი ცენტრი, რომელიც სათადარიგოთა შორის იყო, მაგრამ თამაში არ მოუწია.
სასტარტო ხუთეულში ადგილი ჯაველ მაკგიმ დაიკავა, რომელმაც 18 წუთში 10 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. მეორე ცენტრმა დევიდ უესტმა კი 14 წუთში ასევე 10 ქულა ჩაიწერა აქტივში.
შეხვედრაში ყველაზე მეტი, 34 ქულა ლამარკუს ოლდრიჯმა ჩააგდო, რომელმაც ასევე 12 მოხსნა დააგროვა.
"უორიორსიდან" ყველაზე მეტი, 32 ქულა კევინ
ეს ოკლენდელების ზედიზედ მეორე გამარჯვებაა სერიაში.
სერიის მესამე მატჩს ზაზა ფაჩულიას გუნდი სტუმრად 20 აპრილს, ჩვენი დროით 05:30 საათზე გამართავს.
დღის მეორე შეხვედრაში "მაიამი ჰიტმა", დუეინ უეიდის ლიდერობით, რომელმაც 28 ქულა მიითვალა, "ფილადელფიას" მოუგო და სერიაში ანგარიში გაათანაბრა - 1:1.
არა თქვა ჩემი კომენტარი არ არისო, შენს გარდა აქ სხვა არავინ წაუცანცარებდა ზაზა ფაჩულიას ნიკით :DDDDD