კვლავ ზაზას გარეშე - "გოლდენ სტეიტი" "სპურსთან" სერიაში 2:0 დაწინაურდა [VIDEO]

AutoSharing Option
17 აპრილს ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" NBA-ს პლეი-ოფის სერიის მეორე მატჩში შინ "სან ანტონიოს" ანგარიშით 116:101 სძლია.

სამწუხაროდ, კვლავ ვერ ვიხილეთ პარკეტზე ქართველი ცენტრი, რომელიც სათადარიგოთა შორის იყო, მაგრამ თამაში არ მოუწია.

სასტარტო ხუთეულში ადგილი ჯაველ მაკგიმ დაიკავა, რომელმაც 18 წუთში 10 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. მეორე ცენტრმა დევიდ უესტმა კი 14 წუთში ასევე 10 ქულა ჩაიწერა აქტივში.

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 34 ქულა ლამარკუს ოლდრიჯმა ჩააგდო, რომელმაც ასევე 12 მოხსნა დააგროვა.

"უორიორსიდან" ყველაზე მეტი, 32 ქულა კევინ
დურანტმა მიითვალა, ერთით ნაკლები ჩააგდო კლეი ტომპსონმა, ანდრე იგუდალამ კი 14 ქულა ჩააგდო.


ეს ოკლენდელების ზედიზედ მეორე გამარჯვებაა სერიაში.

სერიის მესამე მატჩს ზაზა ფაჩულიას გუნდი სტუმრად 20 აპრილს, ჩვენი დროით 05:30 საათზე გამართავს.

დღის მეორე შეხვედრაში "მაიამი ჰიტმა", დუეინ უეიდის ლიდერობით, რომელმაც 28 ქულა მიითვალა, "ფილადელფიას" მოუგო და სერიაში ანგარიში გაათანაბრა - 1:1.
მკითხველის კომენტარები / 5 /
მერე 20 წერია
1
თამაშების გრაფიკები გაქვს შედგენილი ასიანი და წინ კედელზე პუტინის ფოტოს გვერდით გიკიდია, ზაზა და სხვა შენი საძულველი ქართველი სპორცმენები როდის თამაშობენ, მათი დატროლვა რომ არ დაგავიწყდეს არა შიბლატროლო?
არა თქვა ჩემი კომენტარი არ არისო, შენს გარდა აქ სხვა არავინ წაუცანცარებდა ზაზა ფაჩულიას ნიკით :DDDDD
შიბლაუსკასავ
12:33 17-04-2018
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული