"გოლდენ სტეიტი" "სან ანტონიოსთან" სერიაში 3:0 დაწინაურდა, ზაზა კვლავ არ თამაშობს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
20 აპრილს ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" პლეი-ოფის სერიის მესამე შეხვედრაში სტუმრად "სან ანტონიო" ანგარიშით 110:97 დაამარცხა.

ამ გამარჯვებით ოკლენდელები 3:0 დაწინაურდნენ და სერიის მოგებამდე ერთი გამარჯვება აკლიათ.

სამწუხაროდ, ქართველ ცენტრს მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერმა არც ამ მატჩში დაუთმო სათამაშო დრო.

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 26 ქულა კევინ დურანტმა ჩააგდო, კლეი ტომპსონმა კი 19 ქულა მიითვალა, ხოლო "სან ანტონიოში" ყველაზე მეტად ლამარკუს ოლდრიჯი გამოირჩა, რომელმაც 18 ქულა და 10 მოხსნა ჩაიწერა აქტივში.

სერიის მეოთხე მატჩი სან ანტონიოში 22 აპრილს, ჩვენი დროით 23:30
საათზე გაიმართება.

დღის სხვა მატჩები:

ნიუ ორლეანი-პორტლენდი 119:103 (3:0)
მაიამი-ფილადელფია 108:128 (2:1)
მკითხველის კომენტარები / 8 /
აგაცანცარა შემქმნელმა ისევ, როგორც გაცანცარებდნენ ქსნის ზონაში ყოველ დღე რამდენიმე წლის განმავლობაში შიბლაკაცავ. :DDDD
შიბლატროლი
13:34 21-04-2018
0
მგონი, ზაზას "გოლდენ"-შიც მოუგროვდა იმდენი დამსახურება, რომ უთამაშებლად ჩაიდოს ჩემპიონის კიდევ ერთი ბეჭედი... თანამედროვე ენაზე ამას ბულინგი უნდა ერქვას, თუმცა, რუსული "დედოვშინა" უფრო სრულად ასახავს სიტუაციას... და ამ მანიაკს ნეტა რა დავუშავე?!... არა, თქვენ არ გეკითხებით, თავად თუ იცის?!...
მსქროლავი ტროლი
16:51 20-04-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული