შენგელიამ "ფენერბახჩესთან" ორმაგი დუბლი შეასრულა და სერიაში ანგარიში 1:2 გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროლიგის პლეი-ოფის მე-3 შეხვედრაში, რომელსაც 12 136 მაყურებელი დაესწრო, თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" სახლში დაძაბულ ბრძოლაში 88:83 დაამარცხა "ფენერბახჩე".

შენგელიამ 25:52 წუთში 10 ქულა ჩააგდო (10-დან 4 ორქულიანი, 1-დან 0 სამქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 10-ჯერ მოხსნა, ერთხელ ჩაჭრა, 2-ჯერ დაკარგა ბურთი, 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, 3 პერსონალური მიიღო და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 15 იყო.

მას თამაშის დაწყებამდე ტურნირის მარტის თვის საუკეთესო კალათბურთელის პრიზი გადასცეს.

ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი 21 ქულით თორნიკეს თანაგუნდელი როდრიგო ბოუბუა იყო, მატჩის MVP-ც ის გახდა (24).

"ფენერახჩედან" ყველაზე
მეტი ქულა იან ვესელიმ მიითვალა (17).

მეოთხე შეხვედრა 26 აპრილს ვიტორიაში ჩატარდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული