შენგელია და შერმადინი ესპანეთის ლიგის MVP-ის გამოსავლენ გამოკითხვაში მონაწილეობენ

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიას შესანიშნავი სეზონი აქვს და ევროლიგასთან ერთად იგი ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშის პრიზის მოსაგებადაც იბრძვის.

უფრო ზუსტად, გულშემატკივრები და საკალათბურთო საზოგადოების წევრები გადაწყვეტენ, თუ ვინ გახდება ესპანეთის MVP.

უკვე დაწყებულია გამოკითხვა, რომელიც სოციალურ ქსელებში მიმდინარეობს. ხმის მიცემა ყოველ 24 საათში ერთხელ არის შესაძლებელი.

ხმის მისაცემად შეგიძლიათ გამოიყენოთ "ფეისბუქი", "ტვიტერი" და "ინსტაგრამი".

პროცედურა მარტივია:

  • Public სტატუსით ვპოსტავთ #Mvpmovistar Tornike Shengelia.

ასევე შესაძლებელია ხმის მიცემა გიორგი შერმადინზე #Mvpmovistar Giorgi Shermadini, თუმცა მიღებული ტრავმისა და უქმობის გამო ქართველი ცენტრის შანსები მცირეა.

ფანების
ხმები საერთო ხმების 25%-ად ჩაითვლება (დანარჩენი მოდის მწვრთნელებზე, კალათბურთელებსა და პრესაზე, თითოეულზე 25%).

ხმის მიცემის პროცედურა 19 მაისს, 17 საათზე დასრულდება.

დღევანდელი მონაცემებით, ლიდერობს "რეალის" ვარსკვლავი ლუკა დონჩიჩი; შემდეგ მოდის თორნიკე შენგელია, მესამეზე კი დიონ ტომპსონია.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ახლა ესენი მავოუთებინეთ
თორნიკე და არა თოკო, გიორგი და არა გიო
13:08 27-04-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული