უფრო ზუსტად, გულშემატკივრები და საკალათბურთო საზოგადოების წევრები გადაწყვეტენ, თუ ვინ გახდება ესპანეთის MVP.
უკვე დაწყებულია გამოკითხვა, რომელიც სოციალურ ქსელებში მიმდინარეობს. ხმის მიცემა ყოველ 24 საათში ერთხელ არის შესაძლებელი.
ხმის მისაცემად შეგიძლიათ გამოიყენოთ "ფეისბუქი", "ტვიტერი" და "ინსტაგრამი".
პროცედურა მარტივია:
- Public სტატუსით ვპოსტავთ #Mvpmovistar Tornike Shengelia.
ასევე შესაძლებელია ხმის მიცემა გიორგი შერმადინზე #Mvpmovistar Giorgi Shermadini, თუმცა მიღებული ტრავმისა და უქმობის გამო ქართველი ცენტრის შანსები მცირეა.
ფანების
ხმის მიცემის პროცედურა 19 მაისს, 17 საათზე დასრულდება.
დღევანდელი მონაცემებით, ლიდერობს "რეალის" ვარსკვლავი ლუკა დონჩიჩი; შემდეგ მოდის თორნიკე შენგელია, მესამეზე კი დიონ ტომპსონია.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით