შენგელიამ "მურსიას" 28 ქულა ჩაუგდო და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 41 იყო! [VIDEO]

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატის 30-ე ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" საკუთარ მოედანზე 87:85 დაამარცხა "მურსია".

თორნიკემ დიდებულად იასპარეზა: 29:26 წუთში 28 ქულა ჩააგდო (10-დან 9 ორქულიანი, 11-დან 10 საჯარიმო), 10-ჯერ მოხსნა, 2-ჯერ დაკარგა ბურთი, 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, 4 პერსონალური მიიღო და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 41 იყო. ის მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი და MVP გახდა.

"ბასკონიამ" ლიგა ენდესაზე ჩატარებული 29 მატჩიდან 21 მოიგო, მე-2 ადგილზეა და 3 მაისს მადრიდში ლიდერ "რეალს" შეხვდება.


მკითხველის კომენტარები / 1 /
NBA-ის დონეა. წარმატებები თოკო!
ვახო
23:45 29-04-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული