თორნიკე შენგელიას უფერული თამაში "რეალთან"

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატის 31-ე ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონია" სტუმრად დამარცხდა ლიდერ "რეალთან" 89:101.

სტუმრებმა მხოლოდ პირველ მეოთხედში გაუწიეს სერიოზული წინააღმდეგობა მასპინძლებს, შემდეგ კი ბლანკოსი დაეუფლა ინიციატივას და დამსახურებულად გაიმარჯვა.

თორნიკემ 17:50 წუთში 6 ქულა ჩააგდო (6-დან 3 ორქულიანი), 3-ჯერ მოხსნა, ერთხელ ჩაჭრა ბურთი, 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 5 იყო.

შეგახსენებთ, შენგელიამ "მურსიასთან" მატჩში 28 ქულა ჩააგდო, 10-ჯერ მოხსნა ბურთი, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 41 იყო და 30-ე ტურის MVP გახდა.

ამ შეხვედრაში კი ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი
22 ქულით მისი თანაგუნდელი ლუკა ვიდოსა იყო (ის მატჩის MVP-ც გახდა), ხოლო "რეალიდან" ყველაზე მეტი, 17 ქულა ტრეი ტომპკინსმა ჩააგდო.

"ბასკონიას" და "ბარსელონას" 21-21 მოგება აქვთ და სატურნირო ცხრილში 2-3 ადგილებს იყოფენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული