თორნიკემ 23:05 წუთში 19 ქულა ჩააგდო (8-დან 7 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 5-ჯერ მოხსნა, ერთხელ ჩაჭრა, 3-ჯერ დაკარგა ბურთი, 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, 1პერსონალური მიიღო და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 25 იყო.
21 ქულით ყველაზე შედეგიანი მოთამაშე შენგელიას თანაგუნდელი მეტ ჯენინგი იყო, რომელიც მატჩის MVP გახდა (31).
"ბასკონია" 22 მოგებით სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა.