"გოლდენ სტეიტი" 1/2-ფინალში ზაზა ფაჩულიას გარეშე გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" NBA-ს ნახევარფინალში გავიდა. "უორიორსმა" დღეს, გამთენიისას, Oracle Arena-ზე "ნიუ ორლეანი" 113:104 დაამარცხა და სერიაში ანგარიში 4:1 გახადა.

სამწუხაროდ, მასპინძელთა ქართველ ცენტრ ზაზა ფაჩულიას თამაშის საშუალება არ მისცემია.

მარცხის მიუხედავად, მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი "პელიკანსელი" ენტონი დევისი გახდა, რომელმაც თავი 34 ქულას მოუყარა.

"უორიორსს" კი 28 ქულით ახლად დაბრუნებულმა სტეფ კარიმ ულიდერა.

1/2-ფინალში "გოლდენ სტეიტის" მეტოქე "ჰიუსტონ როკეტსი" იქნება, რომელმაც თავის მხრივ, "იუტა ჯაზს" სძლია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნაევარფინალში კი არა, კონფერენციის ფინალში გავიდა.
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული