თორნიკემ 25:49 წუთში 10 ქულა ჩააგდო (6-დან 3 ორქულიანი, 2-დან 0 სამქულიანი, 6-დან 4 საჯარიმო) და 4-ჯერ მოხსნა ბურთი.
მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე 18 ქულით ბილბაოელი ჯონათან ტაბუ იყო, ხოლო "ბასკონიადან" ყველაზე მეტი, 15 ქულა ვენსან პურიემ ჩააგდო. ის მატჩის MVP გახდა.
"ბასკონია" 23 მოგებით სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა.