"ბასკონიამ" მეორე მატჩშიც დაამარცხა "ბარსელონა", შენგელიამ 12 ქულა ჩააგდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" ესპანეთის ჩემპიონატის პლეი-ოფის მეორე ნახევარფინალურ მატჩშიც სძლია საკუთარ მოედანზე "ბარსელონას" 85:79.

არადა, თამაში მასპინძლებმა ძალიან ცუდად დაიწყეს და პირველი მეოთხედი 12 ქულით წააგეს, შემდეგ კი უპირატესობას დაეუფლნენ, გაიმარჯვეს და სერიაში 2:0 დაწინაურდნენ.

თორნიკემ 25:07 წუთში 12 ქულა ჩააგდო (10-დან 5 ორქულიანი, 1-დან 0 სამქულიანი, 4-დან 2 საჯარიმო), 7-ჯერ მოხსნა, ერთხელ ჩაჭრა, 3-ჯერ დაკარგა ბურთი, 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, 2 პერსონალური მიიღო და მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 12 იყო.

ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი 19 ქულით შენგელიას თანაგუნდელი მეტ იანინგი იყო, რომელიც
მატჩის MVP გახდა, ხოლო "ბარსელონადან" ყველაზე მეტი, 18 ქულა ანტე ტომიჩმა ჩააგდო.

მძიმე ტრავმა მიიღო "ბარსას" ერთ-ერთმა ლიდერმა პეტერი კოპონენმა, რომელსაც თამაში არ წაუვიდა.

შემდეგი შეხვედრა 8 ივნისს კატალონიაში გაიმართება. სერიაში თამაში 3 მოგებამდეა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
შენგელია მგელია! ამიტომაცაა გუნდის კაპიტანი რომ გადამწყვეტ მომენტებში ხელი არ უკანკალებს! დააკვირდით თამაშების მიმოხილვებშიც, თოკო ბოლო წამებზე დაგვირგვინებული შეტევებით გამოირჩევა ყოველთვის! წარმატებას ვუსურვებ ყველგან და ყოველთვის!
ლევან
11:21 07-06-2018
1

სიახლეები პოპულარული