"ბასკონიამ" მადრიდში "რეალს" სძლია, შენგელიამ 12 ქულა ჩააგდო [VIDEO]

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატის ფინალური სერიის პირველ მატჩში თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" მადრიდში "რეალი" 94:90 დაამარცხა და 1:0 დაწინაურდა.

მოგეხსენებათ, "რეალი" ამ სეზონს შესანიშნავად ატარებს, ევროლიგაც მოიგო, რეგულარული ჩემპიონატიც და განსაკუთრებით ძნელი მისი დამარცხება მადრიდშია, მაგრამ ეს თორნიკეს გუნდმა მოახერხა.

თორნიკემ 30:06 წუთში 12 ქულა ჩააგდო (6-დან 3 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი, 4-დან 3 საჯარიმო), 7-ჯერ მოხსნა, ერთხელ ჩაჭრა, 4-ჯერ დაკარგა ბურთი, 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, 3 პერსონალური მიიღო და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 15 იყო.

20 ქულით ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი ბლანკოსელი კეროლი
იყო, თორნიკეს გუნდიდან კი ყველაზე მეტი, 16 ვილდოზამ ჩააგდო, რომელიც მატჩის MVP გახდა.

რაც შეეხება "რეალის" ლიდერს ლუკა დონჩიჩს, თავის გუნდს მხოლოდ 10 ქულით შეეწია.

შემდეგი შეხვედრა 15 ივნისს მადრიდში ჩატარდება.

altთორნიკე შენგელია: მადრიდის "რეალს" სერია უნდა მოვუგოთ

მკითხველის კომენტარები / 2 /
გენაცვალე, რა ძაან მაგარი ხარ თოკო! შენი იმედი გვაქვს 29-ში სერბებთან, სპორტის სასახლე გადაიჭედება, ხუმრობა ხომ არ არის, გრანდები ჩამოდიან!!!! დროა ჩვენებმა მსოფლიო ითამაშონ!
goga
12:27 14-06-2018
0
აი, ამისი ჩემპიონობა მართლა გამიხარდება, ისევე, როგორც საქართელოს ნაკრების სხვა წევრების ;)
ვვვ
11:28 14-06-2018
0

სიახლეები პოპულარული