00:49 20-06-2018
"ბასკონია" "რეალთან" ფინალურ სერიაში დამარცხდა, შენგელიამ ბოლო მატჩში 16 ქულა ჩააგდო [VIDEO]
AutoSharing Option
მატჩმა ვიტორიაში კვლავ უდიდესი ინტერესი გამოიწვია, თამაშს 15 512 მაყურებელი დაესწრო და პირველი მეოთხედი მასპინძლებმა 3 ქულით მოიგეს, მეორე პერიოდში კი სტუმრები დაეუფლნენ ინიციატივას და პირველი ტაიმი 38:42 დასრულდა. საბოლოოდ კი "სამეფო გუნდმა" მოახერხა გამარჯვების მოპოვება და ჩემპიონი გახდა.
თორნიკემ ჩინებულად უკაპიტნა თავის გუნდს, სახეში ტრავმა მიიღო, მაგრამ მაინც დაბრუნდა პარკეტზე და ბოლომდე იბრძოლა. მან 26:47 წუთში 16 ქულა ჩააგდო (3-დან 2 ორქულიანი, 9-დან 4 სამქულიანი), ერთხელ მოხსნა, ერთხელ ჩაჭრა, ერთხელ დაკარგა ბურთი, 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, 3 პერსონალური მიიღო და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 13 იყო.
ერთი სიტყვით, "ბასკონიამ" ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია ევროპული სეზონის საუკეთესო გუნდს და მისი ლიდერი შენგელია მალე საქართველოს ნაკრებს შეუერთდება.
ასევე დაგაინტერესებთ

უძრავი ქონება


220.00 k
350.00 k
140.00 k
225.00 k
სიახლეები
პოპულარული



თოკოს კი წარმატებები მინდა ვუსურვო მომავალში.