"ბასკონია" "რეალთან" ფინალურ სერიაში დამარცხდა, შენგელიამ ბოლო მატჩში 16 ქულა ჩააგდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თორნიკე შენგელიას "ბასკონია" საკუთარ მოედანზე 85:96 დამარცხდა "რეალთან", სერიაში ანგარიში 1:3 გახდა და მადრიდელებმა ოქროს მედლები მოიპოვეს.

მატჩმა ვიტორიაში კვლავ უდიდესი ინტერესი გამოიწვია, თამაშს 15 512 მაყურებელი დაესწრო და პირველი მეოთხედი მასპინძლებმა 3 ქულით მოიგეს, მეორე პერიოდში კი სტუმრები დაეუფლნენ ინიციატივას და პირველი ტაიმი 38:42 დასრულდა. საბოლოოდ კი "სამეფო გუნდმა" მოახერხა გამარჯვების მოპოვება და ჩემპიონი გახდა.

თორნიკემ ჩინებულად უკაპიტნა თავის გუნდს, სახეში ტრავმა მიიღო, მაგრამ მაინც დაბრუნდა პარკეტზე და ბოლომდე იბრძოლა. მან 26:47 წუთში 16 ქულა ჩააგდო (3-დან 2 ორქულიანი,
9-დან 4 სამქულიანი), ერთხელ მოხსნა, ერთხელ ჩაჭრა, ერთხელ დაკარგა ბურთი, 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, 3 პერსონალური მიიღო და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 13 იყო.

ერთი სიტყვით, "ბასკონიამ" ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია ევროპული სეზონის საუკეთესო გუნდს და მისი ლიდერი შენგელია მალე საქართველოს ნაკრებს შეუერთდება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბასკონიას მოგებულ თამაშშიც კი იგრძნობოდა,რომ რეალს მეტი რესურსი ჰქონდა და ამ რესურსის ხარჯზე გაიმარჯვეს.თორნიკეს კი ვულოცავ წარმატებულ სეზონს და გამარჯვებებს ახლა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ვუსურვებ.
სოსო
11:41 20-06-2018
0
საწყენია, რომ საკუთარ მოედანზე ორივე თამაში წააგეს. ბასკონიას პირველი თამაში კარგი იყო მადრიდში.
თოკოს კი წარმატებები მინდა ვუსურვო მომავალში.
დათო
09:31 20-06-2018
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული