Baskonia.elcorreo.com: თორნიკე შენგელია შესაძლოა NBA-ში გადავიდეს

AutoSharing Option
საიტი Baskonia.elcorreo.com-i საქართველოს ნაკრებისა და "ბასკონიას" კალათბურთელ თორნიკე შენგელიას შესახებ წერს, სადაც ნათქვამია, რომ ის შესაძლოა NBA-ში გადავიდეს.

"თორნიკე შენგელია და ვიქტორ პორიე შესაძლოა NBA-ში გადავიდნენ. "ბასკონიამ" იცის, რომ ქართველი კალათბურთელი აშშ-ში დაბრუნებაზე ოცნებობს.

თორნიკეს ამბიციები დაკმაყოფილებული არ არის, რადგან ვიტორიული კლუბი ტიტულებს ვერ იგებს.

მომავალ წელს ევროლიგის საუკეთესო ოთხეული ვიტორიაში ითამაშებს და "ბასკონიასთვის" შენგელიას გუნდში ყოლა დიდი დახმარება იქნება.

ევროპის კლუბებს მისი ყიდვა საკმაოდ ძვირი დაუჯდებათ. NBA-ში კი სატრანსფერო პერიოდი პირველი ივლისიდან დაიწყება.

კლუბები ევროპული გუნდის მოთამაშეებზე დაიწყებენ ნადირობას.
მათი მიზანი როგორც ახალგაზრდა პერსპექტიული მოთამაშეების აღმოჩენა, ასევე ჩამოყალიბებული ვარსკვლავების დამატება იქნება და ალბათ, შენგელიას მომავლის შესახებ მაშინ გახდება ცნობილი", - წერია სტატიაში.

altთორნიკე შენგელია მომავალზე: "ბასკონიასთან" კონტრაქტი კიდევ 2 წლით მაკავშირებს და...

მკითხველის კომენტარები / 5 /
თოკო ჯერ სერბეთი დადე ბეჭებზე პირველ რიგში ეს საკითხია პირველხარისხოვანი
შაკო
17:29 25-06-2018
0
გაქაჩავს აბა რას იზავს! ამხელა ევროპამ რამოდენიმეჯერ აღიარა თორნიკე! მიდი თოკო მაგარი ხარ! ოკეანის გადაღმაც უნდა გვასახელო, გენაცვალე!!!!
გოგა
16:28 25-06-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული