"ბასკონიას" თორნიკე შენგელიასთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს

AutoSharing Option
"ბასკონიას" თორნიკე შენგელიასთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს. ამის შესახებ საკალათბურთო მიმომხილველი დევიდ პიკი იუწყება.

მისი თქმით, თორნიკეს ესპანურ გუნდთან შრომითი ხელშეკრულება კიდევ 2 წლით აკავშირებს, თუმცა "ბასკონია" მის გახანგრძლივებას აპირებს, რადგან სურს, რომ შენგელია კლუბის გულად აქციოს.

წყარო ასევე ავრცელებს ცნობას, რომ ქართველი კალათბურთელის თავის გუნდში ხილვა "ფინიქს სანსს" სურდა, თუმცა NBA-ში იმ მოთამაშეების წაყვანის სეზონი უკვე დასრულდა, რომელთაც თავიანთ კლუბებთან კონტრაქტი აკავშირებთ.

როგორც თავად შენგელია ამბობს, მას "ბასკონიასთან" კონტრაქტი კიდევ 2 წლით აკავშირებს და არ იცის, რა მოხდება მომავალში. ახლა
კი დასვენება და თავის ოჯახთან დროის გატარება სურს.

altთორნიკე შენგელია "ბასკონიადან" წასვლაზე: ჩემი მომავალი ღმერთის ხელთაა და თუ მას სურს, სხვაგან ვიყო, ეს ასე იქნება

altთორნიკე შენგელიას შეძენას რამდენიმე კლუბი და მათ შორის, ცსკა ცდილობს

altთორნიკე შენგელია ვარსკვლავის სტატუსით ტურნირზე მიიწვიეს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული