"ბასკონიამ" ამხანაგური მატჩიც ჩაატარა არაგონის ქალაქ მონსონში ბელგრადის "პარტიზანთან" და 91:54 გაანადგურა. შენგელიამ 25:41 წუთში 27 ქულა ჩააგდო, 8-ჯერ მოხსნა ბურთი, 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 38 იყო. მოკლედ, ორივე გუნდიდან საუკეთესო გახლდათ.
თორნიკეს შემდეგ ამ მატჩში ყველაზე შედეგიანები მისი თანაგუნდელები შავონ შილდსი (16 ქულა), ლუკა ვილდოზა (14) და იოჰანეს ვოიგტმანი (12) იყვნენ.
"ბასკონია" მოსამზადებელი ციკლის გასაგრძელებლად დღეს ტარაგონაში გაემგზავრება, სადაც ორ სპარინგს გამართავს და ალბათ, ამის შემდეგ გამოემგზავრება თორნიკე საქართველოს ნაკრებში.
საქართველოს ნაკრებში ჩამოსვლამდე გოგა ბითაძემ "ბუდუჩნოსტთან" ორმაგი დუბლი შეასრულა
მეტ ჯენინგმა საქართველოს პასპორტი აიღო - ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ცნობილია