მაკფადენმა "ბრეოგანს" 29 წუთში 23 ქულა ჩაუგდო და მატჩის MVP გახდა

AutoSharing Option
4 ოქტომბერს ლიგა ენდესას მეორე ტურში საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელის ტედ მაკფადენის "ტენერიფემ" საკუთარ მოედანზე "ბრეოგანი" 90:78 დაამარცხა.

მაკფადენმა 29 წუთში 23 ქულა ჩააგდო, 4-ჯერ მოხსნა, 3-ჯერ ჩაჭრა ბურთი, 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 30 გახლდათ და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

"ტენერიფემ" 2 სასტარტო შეხვედრიდან 1 მოიგო და შემდეგ ტურში “ობრადოიროს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თუ ზუროსი მაკფადენსა და ჯენინგს,ორივეს ერთად დააყენებს ნაკრებში,ცინცაძესთან ერთად სრულიად კონკურენტუნარიანი უკანა ხაზი გვეყოლება.
სოსო
11:04 05-10-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული